ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „სამი მეგობარი”

„რა უცნაურია: ადამიანები ჭეშმარიტად ცოცხალ და ხატოვან გამოთქმებს გინების დროს გამონახავენ ხოლმე, სასიყვარულო სიტყვები მარადიულნი და შეუცვლელნი რჩებიან. მაგრამ რაოდენ ჭრელი და მრავალფეროვანია ბილწსიტყვაობა!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა.

- ეს შენ არ გესმის, რობი. საშინელება სწორედ ის არის, როცა არავის და არაფერს არ ელოდები”.

* * *

„ქალი არაფერს არ უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ იგი უყვარს. ეს დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭერმეტყველნი არიან”.

* * *

„საშინელია იმაზე ფიქრი, რომ ამ ქვეყანას აღარ დაუბრუნდები”.

* * *

„ – წინასწარ ვერაფერს განჭვრეტ. შესაძლოა სასიკვდილოდ განწირულმა ავადმყოფმა უფრო დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე ჯანმრთელმა ადამიანმა. სიცოცხლე მეტად უცნაური რამაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რომანტიკოსები – მარტოოდენ ამალაში თუ ივარგებენ. მათ შეუძლიათ სდიონ, მაგრამ არ კი ეახლონ”.

* * *

„არამზადები ყველგან არიან”.

* * *

„ – თავის მოტყუება არ შემიძლია. ესაა მთელი ჩემი უბედურება”.

* * *

„შიშის გარეშე სიმამაცე არ არსებობს”.

* * *

„ადამიანს მხოლოდ მაშინ კარგავ, როცა იგი ამ ქვეყანას გამოეთხოვება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება