ამონარიდები მამია ასათიანის თქმულებებიდან…
„ღმერთთან მისასვლელ კიბესა ჰგავს ჩვენი მთები!” – (სვანური თქმულება) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გიჟმა ცრემლი არ იცის”. – (აფხაზური თქმულება)
* * *
„დიდი ძალა აქვს ნამდვილ მამაკაცზე ქალს”. – (თქმულება ქუთაისზე)
* * *
„ – კაცის გულში არავინ ზის, მათე, სიტყვამ გულში ჩადებული ფიქრი უნდა გამოთქვას”. – (აფხაზური თქმულება)
* * *
„განა ოჯახის შერცხვენა ქვეყნის ჭირი არ არის?” – (აფხაზური თქმულება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მალვა მხოლოდ ტრფობას შვენის, მზეთამზევ.
- ხალხისთვის შრომას და სიყვარულსაც არ უყვარს ქვეყნის პატრონისაგან ტრაბახი”. – (სვანური თქმულება)
* * *
„ცუდი გზით მოპოვებულ სიცოცხლეს ვაჟკაცი კაცი სიკვდილს არჩევს ყოველთვის”. – (აფხაზური თქმულება)
* * *
„ჭირს დრო აქარვებს!” – (აფხაზური თქმულება)
* * *
„ქვეყნად არ არის უფრო ძლიერი რამ, ვიდრე შვილზე დაფიქრებული დედის გუმანი”. – (თქმულება ქუთაისზე)
* * *
„კაცს გამწარება საპასუხოს აფიქრებინებს”. – (აფხაზური თქმულება) – (ავტორი გენია.ჯი)