ამონარიდები მამია ასათიანის პიესა-ლეგენდიდან – „ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა”
„ნანახს ძებნა რად სჭირდება, უნახავის ხილვაა ძნელი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყურძნის წვენს ერთი კარგი თვისება ჰქონია, ადამიანს მართალ სიტყვას ათქმევინებს”.
* * *
„ყოველი ბოროტება შიშის შვილობილია”.
* * *
„ძლიერი კაცის გვერდით სუსტი ადამიანები უფერულნი ჩანან”.
* * *
„ – ბოროტება, შვილო, ყოველთვის ორპირია და გაუტანელი, სიკეთე კი – პატიოსანი და გულმართალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცის ქვეშ გლეხს არც ეშმაკის უნდა ეშინოდეს და არც ანგელოზის ერიდებოდეს”.
* * *
„ადამიანის სიცოცხლე ასეა. აქეთ სიკეთის წმინდა წყარო მოწანწკარებს, იქით ბოროტევის მორევია. ბოროტებას უნდა ერიდო, სიკეთისკენ იარო შეუსვენებლივ”.
* * *
„მტრებს პატივისცემით როდი ეპყრობიან”.
* * *
„გლეხკაცია ამ მიწაზე ქვეყნის ფესვი”.
* * *
„უფლება ამქვეყნად ძლიერი კაცისაა”. – (ავტორი გენია.ჯი)