ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ულექსო დღე”

„ადამიანმა ღმერთი რომ ჩვეულებრივი მომაკვდავივით კუბოში ნახოს, მაშინ მის თვალში ეს ქვეყანაც დაიშლება, ღმერთიც გაქრება და თავიც შესძულდება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დედამიწა ყველაფრის დედამშობელად გაჩენილა ამ სამყაროში”.

* * *

„სიკვდილი ბოროტების დედაა, კაი კაცს წააქცევს თორემ…”

* * *

„სათევი ღამე ცისკრის ამოსვლამდეა ძნელგასაძლები, თორემ დილა ისე შემოვარდება, რომ მერცხალი ფრთის გაშლასაც ვერ მოასწრებს. ადამიანის დავაჟკაცებაც ასეა! ათი-თორმეტი წლის ასაკამდე ყველას ყმაწვილს ვეძახით, მერე კი იგი უცებ შეიყრის ბეჭებს და ძვალს გაიმაგრებს, უცებ წამოიზრდება და დამწიფდება”.

* * *

„ – ყოველ კაცს გაუმარჯოს, ვისაც ლექსის და სიმღერის გაგების ჯიგარი აქვს!”

* * *

„სასმელი სულ სხვა ფიქრსა და გონებას უდებს ადამიანს თავში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქართველ კაცს დასაბამიდან მოსდგამს ლექსის სიყვარული და რიდი. ჭირის დროს ჭირს ინელებდა და ლხინის დროს ლხინს იმდიდრებდა”.

* * *

„ – მზიან დილასავით ნათელი და საამური სიტყვა აქვს იმ დალოცვილ აკაკის. მისი ლექსი კაცსაც ეფერება და მიწა-წყალსაც”.

კომენტარის დატოვება