ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”
„კარგი აზრი ყოველთვის მაშინ მოგდის კაცს თავში, როდესაც უკვე გვიან არის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარეები”.
* * *
„ – ერთადერთი, რასაც ვინატრებდი ცხოვრებაში, არის ის, რომ შემეძლოს ვიფიქრო, რაც მსურს; ვთქვა, რაც მსურს და გავაკეთო, რაც მსურს”.
* * *
„სიკვდილი ყველაფერს გამოისყიდის”.
* * *
„რა საშინლად ხანმოკლე შეიძლება იყოს ზოგჯერ სიცოცხლის მონაკვეთი, არა? მერე იწყება მეორე, რომლის შესახებაც წარმოდგენა არა გაქვს”.
* * *
„რა უსაზღვროდ მოგეჩვენება სიცოცხლე, თუ მას შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაშეც აქამდე თითქოს წყდებოდა, და რომ ის, რასაც აქამდე თითქმის ნაჩქარევად წაგლეჯილ ნადავლად მიიჩნევდი, შეიძლება ერთხელაც გადასცე შენთვის უცნობ, ჯერ დაუბადებელ არსებას, გადასცე ყოფიერების ჯაჭვს, რომელსაც ბოლო არა აქვს და იმ სინაზითაა აღსავსე, რომელიც არასოდეს გიგემია. რამხელა სარბიელს შლის იგი და რამდენ წინათგრძნობას აღვიძებს, რაოდენ ძლიერ სწადია ეს შენში რაღაცას და არცა სწადია და მაინც სწადია ეს საწყალობელი და მანუგეშებელი ილუზია უკვდავებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმდენი რამ არის მოწამლული ჩვენ ირგვლივ, რომ დედამიწა წლების განმავლობაში იქნება კიდევ წაბილწული”.
* * *
„ჯარისკაცის ცხოვრება ფრონტზე გატარებული დროით განიზომება და არა შვებულებით”.
* * *
„ყოველთვის გავიწყდება კაცს, რომ თვითონაც შეგიძლია შენს თავს ბოლო მოუღო. ჩვენ ეს შესაძლებლობა ძღვნად მივიღეთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ გონებასთან ერთად”.
* * *
„ღამით ისეთია ადამიანი, როგორიც უნდა იყოს, და არა ისეთი, როგორადაც არის ქცეული”. – (ავტორი გენია.ჯი)