ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”
„ – საოცარია, რაოდენ იოლად ელევა ადამიანი იმას, რასაც ჯერ კიდევ გუშინ გვეგონა, რომ ვერასოდეს განვშორდებოდით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის ხალხი, რომლებიც იქამდე არ აჩერებენ ენას, ვიდრე მაგრად არ მოეწვებათ კუდი”.
* * *
„ – საოცარია, როგორ კარგად მიუხვდება ხოლმე კაცი სხვებს, როდესაც თვითონაც მოეწვება კუდი, ხოლო როცა საქმე კარგად მისდის, მაშინ ასეთი რამ აზრადაც არ მოსდის თავში, არა?”
* * *
„როდესაც თავს უშიშრად ვერ გრძნობ, უკეთესია, ენას კბილი დააჭირო”.
* * *
„ – დალახვროს ეშმაკმა, რას არ მოგვახვევენ ხოლმე თავზე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაოდენ ცოტაა საჭირო შიშისთვის”.
* * *
„ყველაზე მნიშვნელოვან ცნობებს ყოვლად საიდუმლოდ ინახავენ”.
* * *
„ – თუ გინდა, რომ ვერავინ ვერაფერი შეგამჩნიოს, არ უნდა ფრთხილობდე. ეს მე უკვე ვისწავლე”.
* * *
„სიკვდილის წინაშე მეტი მოკრძალებაა საჭირო!” – (ავტორი გენია.ჯი)