ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – ჩემთვის, ბიძია, ყველა დონე ერთია. ჩემი ყურის ახევა ყველას შეუძლია. დაგავალებენ რაცხა სისულელეს და მერე ისევ ისინი მოგთხოვენ პასუხს. რას იტყვიან იცი? ჩვენ, კი მართალია, დაგავალეთ, მაგრამ შენ არ უნდა გექნაო”. – (ცისარტყელა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა, ადამიანის ბუნების უცნაურობას საზღვარი არა აქვს. ვინ იცის, ვის რა უძევს გულში”. – (წრე)
* * *
„ხანდახან კანონის ალიკაპია საჭირო”. – (არ აწყენინოთ)
* * *
„ადვილი არაა წლების ნამუდრეგალის გამოკეთება”. – (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„ – პატატვრანი საჩივრებისთვის დირექტორებს რომ ყურებს ახევდნენ, ეს ქვეყანა უყურო ხალხით გაივსებოდა. არა, ჩემო ჯუმბერ, არ დაიჯერო მაგ ამბავი, ერმალო იმიტომაა დირექტორი, რომ მისი ბედი საიმედო ადგილასაა გადაწყვეტილი. არ დაიჯერო: სუსტი მუშაობისთვის დირექტორი გაანთავისუფლესო, ვინმემ რომ გითხრას. დირექტორს მაშინ ანთავისუფლებენ, როცა მის მფარველ რკინის ხელს ჟანგი შეეპარება. ანდა ვიღაცას კიდევ უფრო ზევით ეს დირექტორი მოწყინდება”. – (წრე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლე არ მოგწონთყენ მაინცდამაინც. ასეა ეს”… – (ცისარტყელა)
* * *
„…საქმემ მიჩვევა იცის”. – (ცისარტყელა)
* * *
„ – ვის ხედავ პატიოსანს, რომელი მყავს პატიოსანი? ვინ მოგცემს პატიოსნად ცხოვრების უფლებას. თეთრი ყვავები მარტო იგავებში ცხოვრობენ. სხვაგან შეიძლება ასე არ არის, მაგრამ ამ ინსტიტუტში ნამდვილად ასეა: ბიჭი ხარ და გაბედე, არაფერი დააშავო, არ იცუღლუტო, შინაგანაწესი არ დაარღვიო. მთელი ინსტიტუტი დაგესევა და მანამ არ მოგეშვება, სანამ დანაშაულს არ ჩაგადენინებს. გადაგახვევინებენ თუ არა გზიდან, იმ დღიდანვე შეგიყვარებენ, შენ უკვე მათი კაცი ხარ. ანგარიშს გიწევენ, შენზე გული შესტკივათ. აი, ასე ხდება წლების განმავლობაში. სწორედ რომ შერჩევა ხდება: ჯიუტები სტოვებენ ჩვენს ინსტიტუტს, დამყოლ-შემგუებლები რჩებიან”. – (წრე)
* * *
„ – მამაჩემი იტყოდა, პატივცემულო, ხანდახან შენს თავს უნდა შემოესწროო. იცით რას ნიშნავს ეს თქმა? შენს თავს რომ გარედან შეხედავ, შენს საქციელს რომ შემოესწრები”. – (არ აწყენინოთ)
* * *
„დროთა განმავლობაში ადამიანები ივიწყებენ ისტორიის ცეცხლოვან გაკვეთილებს, ანდა ავიწყებინებენ. ბევრმა თავიდან უნდა ისწავლოს, რომ პატიოსანი ცხოვრებისთვის ბრძოლაში ერთი მერცხალი ვერას გახდება. მან ხანდახან მაინც უნდა ასწიოს თავი ყოველდღიური ფუსფუსისაგან და თუ ბევრს ვერაფერს შესძლებს, „ჰეი” მაინც უნდა დაიყვიროს, რათა მის გვერდით გატრუნული დამნაშავე შეაკრთოს მაინც”. – (წრე) – (ავტორი გენია.ჯი)