ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ბაბუაჩემი მეტყოდა ხოლმე: შვილმა როგორც უნდა გაგაბრაზოს, ბაბუა, მის გასალახად მეზობელს არ დაუძახო. მამა შვილს, თუ მამა ნამეტანი ხვადაგი არაა, გამეტებულად არ დაარტყამს. მეზობელს რა ენაღვლება სხვისი ზურგი, ერთგულად შეასრულებს შენს თხოვნას და შეიძლება შვილი სამუდამოდ დაგიინვალიდოსო”. – (ბაბუაჩემი მეტყოდა ხოლმე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანას თავისი თავი უჭირს, ვის ახსოვხარ, ვის დაეკარგე შენ”. – (დიდი, წითელი ბურთი)

* * *

„როცა ძალა ბატონობს, კონსტიტუციურ თანასწორობაზე ლაპარაკი ზედმეტია”. – (მეშვიდე დღე)

* * *

„ვინ დაიჯერებს მგლის ნაქადაგებს – ბალახი რომ უკეთესია ხორცზე, როცა თვითონ მგელი ბალახს პირს არ აკარებს”. – (ამრევი)

* * *

„ – ტყულიებით ქვეყნის რჩენა შეიძლება, ბაბა?” – (უფანდუროდ ნამღერი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაფერში რომ პირველი აღმოჩნდე, შეგიძულებენ”. – (დიდი, წითელი ბურთი)

* * *

„რა გრძელი და საზარელიც უნდა იყოს ღამე, გათენებით აუცილებლად გათენდება”. – (დიდი, წითელი ბურთი)

* * *

„რად გინდათ მიკროფონი, უმიკოფრონოდაც მშვენივრად ატყუებთ ერთმანეთს”. – (ამრევი)

* * *

„როცა არც იქით ხარ და არც აქეთ, მაშინ უფრო წვალდები”. – (უფანდუროდ ნამღერი)

* * *

„ალალი იყოს შენთვის, ჩემო ქვეყანავ, თავისუფლებისთვის დაღვრილი ჩემი სისხლის ყოველი წვეთი”. – (წარღვნით ჩაქცეულ ნაპირზე) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>