ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ქართველი კაცის ერთი ნაკლი ისიც არის, რომ ნიადაგ მსოფლიო პრობლემებზე უყვარს ბაასი და თავისი დარდი ჭიშკრამდეც არ მიჰყვება. მითუმეტეს, თუ სახელმწიფო ფრთები მიეცი ჩვენებურს, მაღლა და მაღლა აფრინდება და მაღლიდან ეს ჩვენი პაწაწინა ქვეყანა, ეს დალოცვილი, ჩიტის ბუდედა მოჩანს”. – (თოჯინების თეატრი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოსაყოლადაც ერთი ციცქნაა კაცის ცხოვრება, მაგრამ რა ლხინმწარე და რა გულწელგამწყვეტია ეს სატიალე”. – (ოცდაცამეტი)
* * *
„არავითარი ხალხის ძალაუფლება, ამ სიტყვის უფართოესი გაგებით, ბუნებაში არასოდეს არ არსებულა და მუშებსა და გლეხებს არასოდეს არცერთ ქვეყანაში არ უმართავთ სახელმწიფო”. – (მავზოლეუმი)
* * *
„ვაჟკაცებს თავისი კანონი აქვთ”. – (ოცდაცამეტი)
* * *
„ბოლოსდაბოლოს ხალხს ადამიანური ცხოვრება მოენატრა”. – (ვიცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარმოუდგენელი არაფერია ამქვეყნად”. – (მავზოლეუმი)
* * *
„მმართველის საქმე ცუდად მაშინ არის, სასოწარკვეთილი თვალებს დამსჯელ ექსპედიციებს რომ მიაპყრობს: გადამარჩინე, ვიღუპებიო”. – (თოჯინების თეატრი)
* * *
„პირველობისკენ ბრძოლის თვისება ჩვენსავე გუნებაში დევს”. – (თოჯინების თეატრი)
* * *
„პიროვნების კულტი, ვისიც არ უნდა იყოს იგი, უაზრობაა და საზოგადოების დაბალი დონის მაჩვენებელია”. – (მავზოლეუმი)
* * *
„ფიქრი განწყობილების შვილია”. – (სიკვდილი მაღალმთიან სოფელში) – (ავტორი გენია.ჯი)