ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„ – მე ერთი კაცური წესის მეტი არა ვიცი რა ამქვეყნად: სხვის ადგილზე მუდამ შენი თავი უნდა წარმოიდგინო და ისე გამოუტანო განაჩენი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მოხდება, ერთმანეთის შიშითა და რიდით, ყველამ რომ უარი თქვას საკუთარი აზრის გამოთქმაზე, საკუთარი სინდისი და ტვინი რომ მიაძინოს?! რა მოუვა მაშინ ქვეყანას?!”
* * *
„ავი მოსამართლე ყველა მკვლელზე უარესი ბოროტმოქმედია!”
* * *
„ეს რა აყროლებული ტლაპო ყოფილა ჩვენი ცხოვრება?! ყველაფერი გასრესილი და შებილწულია…”
* * *
„ერთხელ კიდევ ვრწმუნდები, რომ არ არსებობს აპოლიტიკური ფრანგი; რომ ეს თვისებები შერწყმულია მათ ტემპერამენტთან, მკვეთრად გამოხატონ გრძნობები და საჯაროდ გამოფინონ თავიანთი ფიქრები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუთუ, მაშინაც კი, როცა მოსაზრების უნარს ვკარგავთ, რაღაც გონივრულად მოქმედებს ჩვენში?!”
* * *
„მიყვარს, ვინც მაჰკლა სიკვდილი…” – (ავტორი გენია.ჯი)