ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„ – ეჰ, ჩემო ბიძია! ხომ გაგიგონია, ღმერთი გფარვიდეს სწორედ მეგობართან, სანდო კაცთან, რომელთანაც გულწრფელი ხარ და ენდობი, ხოლო ავკაცისგან, ავაზაკისგან, კაცის მკვლელისგან, ხმალამოღებული გარეწრისგან, რომელსაც ერიდები, არ ენდობი და უფრთხი, თვითონაც ადვილად დაიცავ თავს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყანაზე ომს, ჩხუბს, გაფიცვებს, უმუშევრობას რა გამოლევს!”
* * *
„კაცის გამოფხიზლება მხოლოდ ცოცხალ საქმეს შეუძლია”.
* * *
„ოჯახის წევრები რომ ერთმანეთში წაიჩხუბებენ, ეს სხვა საქმეა!”
* * *
„ – არაკაცი ვიქნებოდი, თუ სამშობლოს ბედიღბალი არ შემაწუხებდა!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართველები სიტყვის პატრონი ხალხია!”
* * *
„ – ეგ ოხერი ტყვეობა არ ამცდა. გინდა დაიჯერე, გინდ, არა – ჩემი ბრალი არ ყოფილა. ახლა, რაც ბედმა მარგუნა, იმას ვჯერდები. ქვეყანა დიდია.
- როგორ! ცოცხალი რომ გადარჩე, სამშობლოში აღარ დაბრუნდები?
- რას გეტყვი იცი?! ერთ დროს თბილისში კაი ბიჭს მეძახდნენ, მეც თავი მომწონდა, ჩადი ახლა წელში მოკუნტული, დაგლახავებული და, ვისაც მოეპრიანება, უმტკიცე და ეღრიჭე: სად ჩავარდი ტყვედ, რატომ ჩავარდი, ვინ ნახე, ვის ელაპარაკე?!. არ შემიძლია, არა, ეს. ხომ გითხარი, ალიასაც ვიცნობ და მუსტაფასაც-მეთქი. გამოგიხდება ვიღაც ცინგლიანი, ჰოსპიტლის და სამზარეულოს ვირთხა, და ენას გამოგიყოფს: ჰაი, შე ტყვედ ნამყოფოო! ხომ წავახრჩვე იქვე! ჰოდა, ახლა ამისთვის აგე პასუხი. არა, ბიძია, ვიყავი ერთხელ იმ ვირის აბანოში და არავითარი სურვილი აღარ მაქვს, კიდევ ვახეხინო თავი. რაც მომივა, მომივა! პოლიტიკის დედაც ვატირე! ვითომ არ დავბადებულიყო, ვიქნები ჩემთვის სადმე. თქვენც კიდევ, ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე. მე ჩემს ცხოვრებაში წინ არავის გადავდგომივარ, ისე კი, მაინც გეტყვით, რომ ტყვედ ნამყოფმა ხელისგულზე ერბოკვერცხი რომ მოიტაფოს, მაინც ვეღარ მოიგებს ვერავის გულს!”