ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, სადაც წესრიგსა და დისციპლინას არ მოითხოვდნენ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნამდვილ მეგობრობას ნამუსიანი ანგარიშსწორება უყვარს!”
* * *
„რომ არა გაჭირვება, საკუთარი სურვილით სამშობლოს ვინ მიატოვებს და ცხრა მთას იქით გადაიკარგება?!”
* * *
„შიმშილი იმდენსა ვერა იქმს, რასაც შიში”.
* * *
„დაუსრულებელმა განსაცდელმა, მრავალგზის ჩაფუშულმა იმედებმა ყველაზე უბრალო ადამიანებსაც ასწავლა ფიქრი და ოცნება, წარსულის გამოწვევა, სინამდვილის მიღმა სამყაროში ლაღი ფრენა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ქართველები შრომისმოყვარე, გონიერი, მაგრამ, ამავე დროს, უმაგალითოდ თავმომწონე და ამაყი ხალხია. უბრალო შეურაცყოფასაც ვერ ითმენენ, დამცირებას არავის აპატიებენ, მათზე ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფოები და მრავალრიცხოვანი ერებიც კი მუდამ იმას ცდილან, რომ ქართველებთან მორიგებით ეცხოვრათ, დაეთმოთ, არ შეებღალათ მათი ეროვნული ღირსება”.
* * *
„შეუძლებელია ათასმა კაცმა იცოდეს ისეთი საიდუმლო, რომელზედაც ათასი კაცის ყოფნა-არყოფნის საქმეა დამოკიდებული”.
* * *
„ქურდი რომ საქურდალზე მიდის, თან ხორცის ან პურის ნაჭერი მიაქვს, რომელსაც ძაღლს გადაუგდებს გასაჩუმებლად. ძაღლი ხომ განთქმულია კეთილშობილებითა და პატრონის ერთგულებით, მაგრამ ამისთანა ცხოველზედაც დიდი გავლენა აქვს ხორცის ან პურის ნაგლეჯს: ქურდი და ავაზაკი რომ ლუკმას გადაუგდებს, ძაღლი წაეტანება და ყეფას შეწყვეტს. იმ წუთში უნამუსოდ ღალატობს პატრონს, მაგრამ ნაჩქარევად გადასანსლავს თუ არა ლუკმას, ისევ აყეფდება პატრონის ერთგულების გრძნობით!”
* * *
„როცა ვინმე უცხო ხალხის ენას ითვისებს, უნებლიედ, მისი ხასიათითა და თვისებებით იმსჭვალება!” – (ავტორი გენია.ჯი)