ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…
„მაინც რა პატარაა საქართველო, კაცს თუ გამოელაპარაკე, თუ ძირამდე ჩასდიე, ნათესავი აღმოჩნდება აუცილებლად…” – (მწერალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთ თვეში ან ცოტა უფრო გვიან მერცხლები გაფრინდებიან… ვინ იცის, რამდენს ბუდე დანგრეული დახვდება… რამდენი გზაში დაიღუპება უამინდობისაგან, დაღლილობისაგან, უმზეობით. მერცხალს სითბო უყვარს, მერცხალს სიხარული უყვარს… მოწყენილ მერცხალს სად ნახავ… მხოლოდ თუ გალიაში ჩასვი, დარდისაგან მოკვდება”. – (მერცხლები)
* * *
„ – გაფრთხილებთ, გასწავლით: მთავარია, დაკარგოთ ზიზღის გრძნობა…” – (ბეთსათრიელი)
* * *
„ – ღვინოს ნელა უნდა სმა, ყლურწვა არ უხდება, ღვინო პირში უნდა გატყდეს და განელდეს. სასმელს ხუმრობა არ უყვარს, იცოდე შენ!..” – (ქართული ნოველა)
* * *
„ხანდახან სრულიად უმიზეზოდ უარესიც ხდება”. – (მოგონილი ამბავი)
* * *
„რა შუაშია მიზეზი, როცა კაცს საკუთარი ბედი დააქროლებს აქეთ-იქით”. – (ლუკა პაჩოლის ცხოვრების უკანასკნელი წლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უდარდელ და უპასუხისმგებლო ხალხთან მუშაობა შეუძლებელია და არავის არ გაუკვირდეს ეს!” – (კინოგადაღება)
* * *
„ყველაფერს მოხერხება უნდა!” – (მოგონილი ამბავი)
* * *
„მართალია, ნახევარზე მეტი წყალწაღებულია, მაგრამ დასახრჩობი თავი მაინც არავის არა აქვს” – (კინოგადაღება)