ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის რომანიდან – „ქაღალდის ჩიტები”

„ფუჰ! ზოგიერთს ღიმილითაც შეუძლია ვაჭრობა…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პირველი თოვლი განსაკუთრებით მაშინაა სასიამოვნო, როცა ჯერ კიდევ არავის გაუვლია ზედ, არ გაუთელავს მისი სისპეტაკე”.

* * *

„რასაც დათმობ, მასზე აღარც უნდა იდარდო. თუ დათმე, აღარც სადარდოა, მაშასადამე!”

* * *

„ – პატიოსანი შრომით ცოლს კი არა, ნიფხავს ვერ გამოიცვლი”.

* * *

„ – ამბობენ არყით სადღეგრძელოები არ ითქმებაო, არ დაიჯერო, გული გულობდეს, კაცს კაცი ენატრებოდეს და ლიმონათითაც მიესიყვარულებიან ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – უკანონობა, საკუთარი რწმენის ღალატი, თავის მოდრეკა, კუდის ქიცინიც ცხოვრების კანონითაა ნაკარნახევი”.

* * *

„მარტოობას ქალი კი არა, კაცი ვერ უძლებს”.

* * *

„ზარმაცი კაცისგან არაფერი გამოდნება”.

* * *

„ – ბევრი რო მეფიქრა და მედარდა, ჩემი ძვალი არ იქნებოდა დედამიწაზე. „ჩემთვის ქუდი არ მხურავს, სხვითვის სახლებსა ვხურავ! აბა დელია და ორუდილაოო!”

* * *

„სახლში, სადაც პურ-მარილი უხვადაა და მასპინძელი ხელგაშლილი და გაღიმებული, იქ სტუმარს რა გამოლევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>