ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის რომანიდან – „ქაღალდის ჩიტები”
„არ არსებობს კანონი, რომელსაც გვერდი არ აევლებოდეს… კანონიერად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძაღლი, კაცის არ იყოს, ღამეს, უამინდობასა და გაჭირვებას ლეკვობიდანვე უნდა შეეჩვიოს, თვარა რომ გაიზრდება, ჩიტის გული ექნება”.
* * *
„როგორი უტეხიც და გაუგონარიც არ უნდა იყოს კაცი, ქალმა თუ მოინდომა, თავის ჭკუაზე გადაიყვანს”.
* * *
„ღვინო ხანდახან მართლაც წამალია, პატარა დარდსა და ტკივილს აყუჩებს, მაგრამ დარდი თუ დიდია, ღვინო რამდენიც არ უნდა დალიო, მაინც ვერ ჩაახრჩობ შიგ”.
* * *
„კაცი და ფიქრი განუყრელია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი კარგი ლექსი ბარეორ დისერტაციას დაწონის!”
* * *
„ნიავი რომ ნიავია, თუ იძალა, თუ მოინდომა, ქაღალდის ჩიტებივით აგვათამაშებს, მიწიდან აგვიტაცებს და ჰაერში უმიზნოდ გამოგვკიდებს. რომ გვგონია, სადაცაა ფრთებს ლაღად გავშლითო, ამ დროს გამოგვეცლება და ტყვიანაკრავივით ძირს დავენარცხებით”.
* * *
„ – ქართულის ცოდნა, ჩემის აზრით, საჭიროა. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ქართული, თუმცა, მარტო მის იმედად ბროწეულას სადგურს ვერ გასცილდები დღეს”.
* * *
„ქვეყანა წახდა, ორ ნაბიჯზე ვეღარ ენდობი კაცს. არადა, უკაცოდ, უამხანაგოდ, უძმაბიჭოდ თავს ვერ გაიტან”.
* * *
„ბევრის მნახველნი არიან ვარსკვლავები”. – (ავტორი გენია.ჯი)