ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის რომანიდან – „ქაღალდის ჩიტები”

„გარეშე კაცის არც თვალია სარწმუნო და არც სიტყვა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი კაცთან უფროა გულახდილი”.

* * *

„ღმერთმა ყველა ადამიანს ფულის შოვნის თავისი წყარო მიუჩინა. ზოგს ქვა და ლოდი, ზოგს მაღაზია და საწყობი, ზოგს ინსტიტუტიც და ზოგსაც სკოლა”.

* * *

„გრძნობების ქოთანს თავი მჭიდროდ დაახურე”.

* * *

„როცა კუჭი ყვირის, ყბები მუშაობს და ხელები სუფრაზე დაფათურობს, სიტყვები მაშინ ალაგმულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი თუ ხარ, ბოროტების მტერიც უნდა იყო”.

* * *

„საქმემ დილა და საღამო არ იცის! ასე არაა?”

* * *

„ – ხომ გაგიგონია. სანამ წელში მოგხრიდნენ, მანამდე სხვას უნდა მოაკაკვიო თითი”.

* * *

„ – ოფლი უნდა გამოიდინო, ძმაო, ოფლი, თორემ მწიფე მსხლის ძირას ყველა კაი ბიჭია”.

* * *

„ზოგჯერ ხდება, ახალ წიგნს, რომელსაც სტამბის საღებავი არ შეშრობია, მოვლენად აცხადებენ. აქებენ რადიოში, ტელევიზიაში, პრესის ფურცლებზე. ორიოდე დღეში საჯარო განხილვებსაც შეაკოწიწებენ. წიგნის ავტორს მიწაზე ფეხს არ ადგმევინებენ, ცაში აჰყავთ და მთაწმინდაზე წინასწარ უზომავენ განსასვენებელ ადგილსამყოფელს. ჩემის აზრით, ახალ ნაწარმოებს ყდაც უნდა გაეცრიცოს ხელიდან ხელში გადასვლისა გამო. ჯერ ხალხს უნდა შეექმნას გამოკვეთილი აზრი და მერე გავხადოთ სალაპარაკოდ და სადისკუსიოდ ამ წიგნის, როგორც „იშვიათი მოვლენის”, მხატვრული ღირსება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>