ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სიყვარული მკვდარსაც გაანძრევინებს ხელს”. – (ამორძალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოლ-ქმრობა დიდი საქმეა”. – (თებერვალი დადგაო)
* * *
„ერთი დღით გადადებული საქმე ერთი წლით გადადებულია”. – (ამორძალი)
* * *
„არ მინდა დასასრული ყველაფერს რომ ჰქონდეს”. – (ძმები)
* * *
„ – სიყვარული არ ისწავლება, ელა”. – (ამორძალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც თვალხილულია, იმან არ იცის, რაა ბრმის სიცოცხლე”. – (ძმები)
* * *
„ჰო, სიხარული ციცინათელას ციმციმივით ხანმოკლე ყოფილა”. – (ამორძალი)
* * *
„სიყვარული სიკვდილის მტერია”. – (ამორძალი)
* * *
„მიწა სიდიდით არ იზომება. ორმოცდაათი ქცევა და ნახევარი ქცევა მიწა ორივე სამშობლოა”. – (თებერვალი დადგაო) – (ავტორი გენია.ჯი)