ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო”
„ – უთითია თოდუამ მითხრა, ბაბამ თქვაო, ბედნიერებას ადამიანი მხოლოდ ცაში ეწევაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც მახათს ვერ დამალავ ტომარაში, ისე სიმართლეს ვერ დამალავ ქვეყანაზე…”
* * *
„ყველგან ერთი ყოფილა გლეხის ხვედრი”.
* * *
„დახმარება მათხოვრობა არ არის”.
* * *
„ – ძალით ბედს ვერავინ იშოვნის, ბეგლარ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედნიერებას ფულით ვერ ეწევა ადამიანი”.
* * *
„არასოდეს არ უნდა გადაწყვიტო რაიმე დაუფიქრებლად”.
* * *
„ადამიანი რომ შეცდება, ან დაუფიქრებლად ჩაიდენს რამეს და ამის გამო წუხს, კარგია”.
* * *
„ვინ მოთვლის, რამდენჯერ ამოსულა ამ მაღნარზე ბავშვობისას ფიჩხისათვის, უთამაშნია აბრაგობა მეზობლის ბიჭებთან, სკოლის ამხანაგებთან, ამოუყვანია გოგო, სკოლის მერხიდან რომ უყვარდა, რამდენი ურბენიათ აქ, დამალვიან ერთმანეთს, უპოვნიათ ერთმანეთი, უგორავიათ მუხის ქვეშ, მთელ ქვეყნად უღირდათ ერთი შეხება, ერთი კოცნა. არ ჰქონდათ ამდენი სითამამე, ჰქონდათ რიდი, დიდი და წმინდა სიყვარული”.
* * *
„სამშობლოს სიყვარული არ იცვლება!” – (ავტორი გენია.ჯი)