ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”
„ღმერთი იმას სწყალობს, ვისაც მხრებზე თავი აბია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მაშინ დაეჭვდება, როცა ჩვეულებას დაარღვევს, ხოლო, როცა თავის პრინციპებს უღალატებს, მაშინ შეძრწუნდება…”
* * *
„ამბობენ, ადამიანი თავის პიროვნებას მხოლოდ სხვებთან ურთიერთობაში გამოავლენსო”.
* * *
„კანონი მუდამ ვიწრო და მოკლეა მზარდი კაცობრიობისათვის”.
* * *
„ღმერთი დროის გარეშეა, რადგან ღმერთი არის სისრულე ყოფიერებისა და მასში ბოლო იგივე დასაბამია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამართალი ორსაწოლიან სარეცელზე დაგებული ვიწრო საბანია, როცა სუსხიან ღამეში სამი კაცი წევს ამ სარეცელზე რაც უნდა გასწი-გამოსწიონ და გაჭიმონ, სამ კაცს მაინც ვერ დაფარავს საბანი და ერთ მათგანს ფილტვების ანთება არ აცდება”.
* * *
„ადამიანი ცოდვაშია ჩასახული და სიბინძურეში დაბადებული, მისი სიცოცხლის გზა აქოთებული სახვევიდან იწყება და მყრალ სუდარაში თავდება”.
* * *
„ჭეშმარიტება – არა წიგნებში, არა სამართლის წიგნებში, არც გაზეთებში, არამედ თქვენს გულებშია”.