ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„ – ციგანს და მამაძაღლს ენდო და შეიყვარო კი არა, დაწყობილ-დალაგებული ოჯახიშვილებს უჭირავთ თვალი საეშმაკოდ”. - (გაფრენილი ბავშვობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამპარტავნები ვართ და ყოყლოჩინები. ძირგამოხეული და ლანჩაგავრდნილი ფეხსაცმლის მეტი რომ არ ღირსებია სიცოცხლეში, ისეთ კაცს, მოკვდება თუ არა, ახალს ვუყიდით და ხალხის დასანახად ისეთს ჩავაცმევთ, სასწაული რომ მოხდეს და თვალი გაახილოს, ხელმეორედ გაუსკდება გული.
სანამ ფეხისგულები არ დაეღლიტებოდა, გვექნა ასე, ვითომ მკვდარი ცოცხალზე უფრო დაგვიმადლის?” – (ანდერძი)
* * *
„იქ, სადაც სითბო, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული სუფევს, უნიღბო ადამიანები ტრიალებენ. თავი და თავი უბედურებისა სხვის კანქვეშ შეძრომაა”. – (გაფრენილი ბავშვობა)
* * *
„კაცი ყოველდღე იბადება, როცა უხარია”. – (ყვავილები)
* * *
„ადამიანებს თავისი წილი მზე და სითბო სამარეში ჩააქვთ”. – (გაფრენილი ბავშვობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნება გიერთგულებს, კაცია მხოლოდ ორგული, ფლიდი და გაუტანელი”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)
* * *
„შუღლსა და მტრობას სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა ადამიანს თავისი სიშიშვლის შერცხვა, ნანადირევი გაატყავა და ტანი შეიმოსა.
იმ დღიდან მოყოლებული, დღენიადაგ ვატყავებთ ერთმანეთს და ვძარცვავთ…” – (ანდერძი)
* * *
„ყველა თავის თავისთვის ფიქრობს და თუ ფიქრმა ოცნების ფრთები შეისხა და ნაყოფი გამოიღო, ყველა ეპოტინება მერე იმ ნაყოფს”. – (ანდერძი)
* * *
„თუ მაინც ყველა მიწამ უნდა შეჭამოს, რატომ მტრობენ ადამიანები ერთმანეთს”. – (გაფრენილი ბავშვობა)
* * *
„ძირი და ფუძე თუ მოსპე და ამოძირკვე, ცაში გაკიდულს, მარტო შენი ბიჭობა რაღას გიშველის”. – (ზამთრის თეთრი მერცხლები)