ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „ცაზე მთვარე ჩახჩახებდა”
„ – ასე ყოფილა ეს ცხოვრება. თავდაღმართში მიგორავ, აღმართში მიბობღავ.
- ქვევით დაშვებას და დაგორებას, მაინც სიმაღლისკენ ბობღვას ვარჩევდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც თავისით იპყრობს მწვერვალს, არც ფეხი უკანკალებს და არც გული”.
* * *
„ – ხომ ხედავ, როგორ გიჟივით მიქუხს ეს მდინარე, გურამ! თუ იქით გაჰყვები, საითაც თვითონ მიუხარია, ნაკლები ენერგია დაგეხარჯება, მაგრამ თუ სცადე, შეეჭიდე და საწინააღმდეგო მხარეს წახვედი, გაგიძნელდება. ამიტომაცაა ზოგიერთი ადამიანი რომ თვითდინებას მიჰყვება, წინააღმდეგობის უნარს კარგავს და იოლ ცხოვრებას ირჩევს”.
* * *
„ – ყველაზე დიდი სიხარული თავისუფლებაა, – ამოიგმინა ბიჭმა.
- მარტო თავისუფლება? მეტი არაფერი? – ჩაიცინა არტავაზამ.
- როცა თავისუფალი არა ხარ, მაშინ თავისუფლებაა ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა თავისუფალი ხარ – სიყვარული”.
* * *
„ყველაფერი ხდება, უარესიც”.
* * *
„რა უცნაური ხალხი ვართ, რა ფინთიხი და ამაყი, მაგრამ თუ ერთხელ ერთმანეთს თვალებში ღიმილით ჩავხედეთ, მინდობა ვიცით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საიდან მოდიხარ შენ – სიყვარულო, ზოგჯერ გზააბნეულ კაცსაც რომ ფეხებში გაებლანდები და ამ ქვეყნისაკენ შემოაბრუნებ, როგორ იპყრობ და იმორჩილებ ყველაფერს. ვინ გამრავლებს და გაღორძინებს თუ არა ადამიანი. მაშ, რისთვის ართმევ ისევ ადამიანებს უფლებებს, რა გაიძულებს, უბიდან ამოფრინდე და მიატოვო ისინი”.