ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…
„ – მოდერნიზმი, აბსტრაქციონიზმი, თანამედროვეობა, აი, რას უნდა ეზიარო მელიტონ ბიძია, – სწავლულისა და წიგნებში ჩამხრჩვალი კაცის გამომეტყველება მიიღო ქვაბიძემ.
- ვთქვათ, მე უსწავლელი კაცი ვარ და არ მესმის ბევრი რამე, მაგრამ რომ წაგბაძოთ, კუბოს მაგივრად ყუთი შევჭედო და ჭირისუფალს შევთავაზო, აბსტრაქციონიზმის მიმდევარი ვარ-თქო, – თავი მთელი გადამირჩება? – იკითხა მელიტონმა და აპრეხილი ულვაშები თითებით დაიკვარკვალიტა”. – (გამოსავალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თეიმურაზ, შვილო, ქალი ერთი თვალის ახვევაა, თუ სხვამ დაგასწრო…” – (უძლეველობა)
* * *
„ჩვენ ყველანი არტისტები ვართ, სუფლიორია ცხოვრება თვითონ”. – (გამოსავალი)
* * *
„ – ეე… შვილოსა, ჩონგურს რა გამოულევს ქართველ კაცს. სატირალ-საცინარი მაგის ლარებზე უნდა ჩამოფქვას-ჩამოამღეროს”. – (უძლეველობა)
* * *
„ – სიყვარული ყველგან შეაღწევს, დადუ!” – (უძლეველობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფიქრის და ოცნების დანახვა ძალიან ძნელია”. – (მოწმე)
* * *
„იქ, სადაც სინათლის სხივი გაეტევა, იმედიც გაეტევა”. – (უძლეველობა)
* * *
„სიყვარულის სიცუდე ვის გაუგია”. - (უძლეველობა)
* * *
„ – ეჰ, შვილოსა, კარგია სწავლა, მაგრამ ქვეყანას მიწის მუშაც სჭირდება. მშიერ კუჭს გლეხის ნაოფლარ-ნასიმწარევი შველის”. – (მოწმე)
* * *
„ – ცხენი დაუჭიხვინებელი, მამალი ყელჩახრინწიანებული, სახლი გამოკეტილი, ხოლო პირი დამუწული, ვის რად უნდა, დადუ!” – (უძლეველობა) – (ავტორი გენია.ჯი)