ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „თებერვალი დადგაო”

„დაღერებულს დაკვრა უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხის მოტყუება ადვილი არ არის. ხალხს ვერ მოატყუებ, ვერც გადაარწმუნებ”.

* * *

„ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენ”.

* * *

„ნათქვამია: გარეშე ძალა მოვიდა, სამართალი ბანზე ავიდაო”.

* * *

„არის ადამიანთა კატეგორია, სხვისი ნაოფლარით რომ იძღებენ კუჭს ადამის ჟამიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთავრობა იცვლება, პარტია შეიძლება დამარცხდეს, ან სულ მოისპოს, სამშობლო და ხალხი უცვლელია”.

* * *

„მასწავლებელი… მასწავლებელი! რა დიდი აზრია ამ სიტყვაში. ახალი ადამიანის აღმზრდელი… იყო ახალი ადამიანის აღმზრდელი – ეს საოცრად დიდი და ძნელი საქმეა”.

* * *

„ქართველი კაცი შიშველი ხელითა და მშიერი კუჭითაც დაიცავს სამშობლოს”.

კომენტარის დატოვება