ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობიდან – „მშვიდობით, არჩილ!”
„დადებით ადამიანებშიაც კი არ არიან მთლად უნაკლონი. შეუცდომელი კაცი არ გაჩენილა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არჩილ, ხალხი არასოდეს არ კარგავს რწმენას.
- რწმენა დიდი ძალაა, მაგრამ…
- რა მაგრამ?
- სანამდე იყოს ხალხი მარტო რწმენით?”
* * *
„ვინც შრომის ფასი არ იცის, მან არც სიცოცხლის ფასი იცის”.
* * *
„არიან ხალხისთვის თავდადებული მოღვაწენი”.
* * *
„ქალი გიტარასავით უნდა მოგყვებოდეს ხელში”.
* * *
„ – მე არ ვუჩივი ცხოვრებას.
- იმიტომ, რომ ცოტას მოითხოვ ცხოვრებისგან.
- იმდენს, რამდენიც მეკუთვნის.
- ხა, ხა!
- რამდენსაც ვიმსახურებ.
- ნამდვილი დონ კიხოტი ხარ: რამდენსაც იმსახურებ, რამდენიც გეკუთვნის! მე რომ მარტო იმით ვცხოვრობდე, რამდენსაც ვიმსახურებ, რამდენიც მეკუთვნის, აქამდე ცხრაჯერ ამომხდებოდა სული.
შრომითა შენითა ჭამდე პურსა შენსაო, დაგავიწყდა?
- დამავიწყდა. ბევრს დაავიწყდა, თენგიზ”.
* * *
„ – ბევრ მათგანს ხალხის საქმისთვის გული არ შესტკივა. სახელისთვის, თანამდებობისთვის იღწვიან და, როგორც კი თბილ ადგილზე მოკალათდებიან, მხოლოდ თავისი ცხოვრების მოგვარებაზე ზრუნავენ, ან კოდოლას უსტვენენ, თავი კი ისე მოაქვთ, თითქოს საზოგადო საქმისთვის არიან თავგადადებულები. ასეთი ადამიანები რომ დააშავებენ, სამსახურიდან ანთავისუფლებენ, მაგრამ, სამწუხაროდ მათ ზოგჯერ უკეთეს ადგილზე ნიშნავენ. ორაგული დასაჯეს და მორევში გადააგდესო, ხომ გაგიგონია!..” – (ავტორი გენია.ჯი)