ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ – ტყუილი ხომ არ იცი, თათარო?

- ტყუილი რომ არ ვიცოდე, სიმართლე როგორღა გავიგო, ბატონო! – ცალყბად გაიღიმა თათარმა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე ჩემი ყიამყრალობით ღირსეულად დავიმსახურე სამი მაგარი მათრახი და მზად გახლავარ, მორჩილად მივიღო სასჯელი.

ბატონიშვილმა ხმალი ჩამოართვა და გაიღიმა.

- დღეს მიპატიებია, მაგრამ, – ამ სიტყვებით ამალას მიხედა, – მოწმე ხართ ყველანი, სამი მათრახი ერგება ჩემგან, – მერე კვლავ ბექას მიუბრუნდა, – დავაგროვებ და ერთად გაგისტუმრებ.

ბექა ამილახვარმა თავი დაუკრა.

- დააგროვე, ჩემო ბატონიშვილო. მეფეებსა და უფლისწულებს საქართველოში მეტი მაინც არა გაქვთ რა დასაგროვებელი”.

* * *

„ამ ჩვენს ბედუკუღმართ ქვეყანას დღეს არაფერი ისე არ სჭირდება, როგორც კარგი და ერთგული ვაჟკაცები”.

* * *

„სიცილი – ღალატისთანავე უნდა ჩამოერთვას და სამუდამოდ აეკრძალოს ადამიანს”.

* * *

„კაცისკვლას განა სწავლა არა სჯობს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სიმართლისთვის ერთი მათრახი აბა რა არის! სიმართლე ფეხით უნდა თელო და თან გამუდმებით ჩასჩიჩინო, ამას იმიტომ ვშვრები, რომ უსამართლობამ ჭკუა ისწავლოს-თქო!”

* * *

„მოღალატე მხოლოდ იმით განსხვავდება სხვათაგან, რომ მოღალატეა, სხვა მხრივ კი ისიც ჩვეულებრივი ადამიანია”.

* * *

„დღისით გონებას არ ძალუძს მკაფიოდ და ცხადლივ წარმოიდგინოს, თუ რა ბნელი და საშიშია ღამე”.

* * *

„თავისი სანთელი ყველამ თვითონ უნდა აანთოს”.

* * *

„ეჰე-ჰე, შე საწყალო საქართველოვ, ვისი საჯიჯგნი აღარ გახდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>