ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”
„ – მე ეგრე მგონია, რომ უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შერისხული კაცის ბედი ძნელია”.
* * *
„ – კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია”.
* * *
„სიმართლე რა ბედენაა, შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე! ჩვენ მუდამ ის გვღუპავდა, რომ მტრის საქმეს ვაკეთებდით და მტრის წისქვილზე დაუფიქრებლად ვასხამდით წყალს. და თუ საბოლოო დაღუპვა გვიწერია, ეგვე დაგვღუპავს”…
* * *
„პატრონმა თუ არა, მაშ ვინ უნდა იცოდეს თავისი მამული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას”.
* * *
„თუ ვინმე მოსამდურებელია, ისა სჯობს, რაც ადრე მოვიმდურებთ”.
* * *
„თვალები კაცს გულზე კი არა, გონებაზე უნდა ესხას”.
* * *
„ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო”.
* * *
„ქვეყანა რომ აირევა, ნადირმა ტყიდან გამოსვლა იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)