ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”
„ – ნუთუ არ იცით, კაცი რომ იბადება, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბადება”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრების მდინარე ამღვრეულია და შხამიანი. სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. გველეშაპი ყოველივეს ამღვრევს, ყოველივეს შხამავს. ამიტომ ადამიანებიც ამღვრეულები არიან, შხამიანები, ვერაგები და გაუტანლები… ნადირი სხვაა. ნადირი ალალია, პირდაპირი, არ მოგატყუებს, მახეს არ დაგიგებს, არაფერს დაგიმალავს და გულში იდუმალი და მზაკვრული ზრახვები არ უტრიალებს”.
* * *
„ნამდვილად თურმე მხოლოდ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლე და სიცოცხლის ტკივილი, რომელიც, თუმც კი მოუთმენელია, მაინც უნდა მოითმინო”.
* * *
„თუ შეძლებ, ცხოვრება თამაშად აქციო, წუთისოფლის ოღრო-ჩოღროებსაც უფრო იოლად გადაივლი”.
* * *
„წლებით დადინჯებული, ცხოვრებაგადახდილი, დიდგზაგამოვლილი კაცები აბა დროის მოუთმენლობას როგორ აჰყვებიან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მადლი უფალს, კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ არა წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და, თუ მაინცდამაინც ნადირად ქცევას მოიწადინებს, შეუძლია კიდეც ნადირად იქცეს, ამით ქვეყანას ბევრი არაფერი დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა ქართლი თავისი ზურგით უნდა ზიდოს”.
* * *
„ნადირი განა სჯობს კაცს, ეგ არის, ნადირად ყოფნა უფრო იოლია”.
* * *
„ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? თუ, რაკი შენ მოჰყვები წუწუნს და სხვა კი არა, ეს იმის ნიშანია, შენ გტკივა და სხვას არა სტკივა?”
* * *
„რა არის ასეთი ეს ქვეყანა, რომ, რამდენიც არ უნდა ემსახურო, არა ჰყოფნის და სულ ახალსა და ახალ სამსახურს ითხოვს?”
* * *
„სიცოცხლის უგუნური სიყვარული უკურნებელი სენი ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)