ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„კაცი სწორედ იმაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი გატაცებით, რაც თავად არა აქვს. ღატაკს ოქრო-ვერცხლზე უყვარს ლაპარაკი, გულნამცეცას – დიდსულოვნებაზე, ლაჩარს – სიმამაცეზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქართველებმა ბევრი ისეთი რამ იციან, რომ, რაც არ იციან, ისიც შეუძლიათ ამოჩხრიკონ”.

* * *

„წუთისოფელი ხანმოკლეა. მარტო ცოდვის დადებას ვასწრებთ. სიკეთის ქმნისთვის დრო აღარ გვრჩება…”

* * *

„ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში გვიან აღწევს”.

* * *

„ამილახვრის ძაღლს ამილახვრის ალღო ექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ნეტა კაცი რად ღალატობს, შალვავ, ქვეყანას?…”

* * *

„კაცი რაკი დაიბადება, უნდა მოკვდეს კიდეც. ზოგი ადრე მოკვდება, ზოგი გვიან, ზოგი თავისით მოკვდება და ზოგს სხვა მოკლავს!”

* * *

„ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და, როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს”.

* * *

„ჩანს სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი”.

* * *

„ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა – ჩვენი ფარი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>