ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „ზედმეტი ადამიანის დღიური”
„ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი. მაგრამ ზედმეტნი… არა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ვერა გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმე ხნის შემდეგ”.
* * *
„ბედნიერი კაცი – მზეზე გალაღებული ბუზია”.
* * *
„როცა ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს, მისი გონება როგორც ცნობილია, ნაკლებ ქმედითია. მშვიდი და სასიხარულო შეგრძნება კმაყოფილებისა მოიცავს მთელ მის არსებას. მისით არის აღვსილი, ადამიანში ქრება პირადულობის შეგრძნება – იგი განცხრომაშია, როგორც ამას ცუდად აღზრდილი პოეტები ამბობენ და ბოლოს როცა ეს „ხიბლი” გაივლის, ადამიანს იპყრობს სინანული. სინანული იმისა, რომ ბედნიერების ჟამს ნაკლებად აკვირდებოდა საკუთარ თავს, რომ საკუთარი ფიქრებით თუ მოგონებებით არ გაიორკეცა სიამოვნება”.
* * *
„გრძნობათა გამჟღავნებანი ძირტკბილას ფესვებივითაა. პირველად რომ მოწუწნი თითქოს ცუდი არ არის, შემდეგ კი მწკლარტე გემო გრჩება პირში”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პირველი სიყვარული ყოველთვის აღელვებს და აფრთხობს ქალიშვილს”.
* * *
„ტყუილიც ისევე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა”.