ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკვდილის მოლოდინი იმას არ ნიშნავს, შენით მოიკლა თავი, ანდა ნებით ვინმეს მოეკვლევინო”.

* * *

„„სიკვდილისა მხოლოდ მშვიდი მოლოდინი შეიძლება, მოუთმენელი ნატვრა კი – არა, ხოლო მშვიდი მოლოდინის ჟამი მაშინ დაგიდგება, როცა მტერიცა და მოყვარეც ორივე შემოგეცლება და მარტო დარჩები”.

* * *

„იმისათვის, რომ მოკვდე, უნდა მოგერიონ, უნდა გაჯობონ, უნდა დაგამარცხონ”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცოცხლის ყვავილს მტერ-მოყვარე ასაზრდოებს და ვიდრე ერთიცა და მეორეც გვერდით გეგულება, სიკვდილის ნატვრა ცრუ ნიღაბია, რომელიც სიცოცხლის გააფთრებულ სიყვარულს შენს მოსატყუებლად აუფარებია!”

* * *

„ეგებ, ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევა”.

კომენტარის დატოვება