ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის თხზულებებიდან…
„რასაც სიფრთხილით აკეთებ, იმაში არ შეცდები. სიფრთხილეს დედ-მამა არ მოუკვდებაო, ხომ გაგიგონია”. – (ანდერძი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა კარგი იქნებოდა, ცოტნე, რომ ცხოვრებისათვის მარტო შრომა კმაროდეს”. – (ძმები)
* * *
„ადვილად მისაღწევი საინტერესო აღარ არის”. – (სიყვარული)
* * *
„ – არ მინდა ყვლაფერს ჰქონდეს დასასრული”. – (ძმები)
* * *
„მეანკესეს თუ მოთმინება ეყო, არ შეიძლება თევზი არ დაიჭიროს! – ასეა, სანამ შენსას არ გაიტან, კარებში ბუზი არ უნდა დაუყენო კაცს”. – (მეორე ოჯახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სადღაც წავიკითხე, დედამიწაზე ყველა და ყველაფერი იბრძვისო.
- იბრძვის, რომ იცხოვროს, ნოუ”. – (ძმები)
* * *
„მომხდარ უბედურებას თითქოს ეჩვევი, მოსალოდნელ უბედურებას ვერა”. – (ძმები)
* * *
„ჭეშმარიტი მეგობარი ის არის, ვისთანაც შეცდომის აღიარება არ შეგრცხვება”. – (ანდერძი)
* * *
„სიყვარულისათვის ადამიანს ყოველთვის სცალია, ნოუ”. – (ძმები) – (ავტორი გენია.ჯი)