ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„ვილოცოთ რიცხვმრავალი ვიყოთ, რადგან სხვები მინდვრის თაგვებივით გამრავლდებიან ჩვენსავე მიწაზე და მერე გვიან, ძალიან გვიან იქნება!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა ხოლმე, სამშობლოდაკარგულს და თავის ქვეყნიდან ამოძირკვულს თავშესაფარს რომ მისცემ, მერე შენს მიწა-წყალსაც შეგეცილება”.
* * *
„ – ღმერთო ჩემო, ვის არ უთელია სისხლით მორწყული ჩვენი მიწა!”
* * *
„სიმდიდრესა და კარგ ცხოვრებაზე უარი ვის უთქვამს, ჭკვიან კაცს?”
* * *
„ – წამხდარია ქვეყანა! ზოგჯერ გაძარცვულნი აღშფოთდებიან, ეს უსამართლობაა, გვიშველეთო. მაშინ ისევ თავიდან დაიწყებს წისქვილის ბორბალი ტრიალს: პატარა მძარცველი დიდ მძარცველს ჯერ ცოლს მიუგზავნის, მერე ფეშქაშად სხვა ქვეყნებიდან მოტანილ ძვირფას ქვებს მიართმევს და მერე კი მართლა ბასტა! ხალხს თავში ჩასცხებენ და გაბრუებულს უყვირიან: რის ძარცვა, რა ძარცვა, რის ქრთამი, რა ქურდობაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეფე ქვეყნის მესვეურია და არ შეჰფერის ღამღამობით დაძრწოდეს და როსკიპებს საკინძეს უხსნიდეს! არც ის შეჰფერის მეფეს, ქვეყნის საქმეს არ აკეთებდეს და თავის რომელიმე დიდებულის ასულთან სიყვარულობანას თამაში გააბას. ეს მოცლილ და ძლიერ მეფესაც არ ეპატიება”.
* * *
„ – ესეც იცოდე: თუ პატიოსანი უპატიოსნო ქართველს გზიდან ჩამოიშორებს და კლანჭებს დააჭრის, ცოდვა არ იქნება!”
* * *
„პატიოსნად უნდა იცხოვრო, თუნდაც დაიღუპო, ეს უფრო ნამუსიანი იქნება!”
* * *
„სხვისი ცოდვა ტყუილ-უბრალოდ თავს არ დაიდოთ”.
* * *
„გზა ხსნისა ბევრია!” – (ავტორი გენია.ჯი)