ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”

„ქართველი ვაჟკაცი იარაღით სუფრასთან დაჯდომას არასოდეს იკადრებს! ვაითუ სმის დროს, ყოველთვის ვერ მოზომოს სასმელი, გონება აერიოს, ჭკუა დაკარგოს და ლხინში უბედურება დაატრიალოს! ამიტომაც იარაღს ოჯახის უფროსს ან დიასახლისს აბარებს, გულით ილხენს, მერე გამოიფხიზლებს, პირს დაიბანს და დამშვიდებულ გუნებაზე შინისკენ გასწევს! მადლობა ღმერთს, ეს წესი მტკიცედაა დაცული იქითა და აქეთა საქართველოში, ყველგან, სადაც კი ქართული ოჯახებია! რაო? რომ გაჭირვეულდეს ვინმეო? მერე რა! გაჭირვეულდეს და გაიქცეს საითაც უნდა! იარაღს მას არავინ მისცემს! მეორე დღეს კი სახლში გაუგზავნიან უკლებლივ ყველაფერს!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაყინული გულით ამქვეყნად დიდხანს ვერ იცოცხლებს კაცი”.

* * *

„მოვა დრო და ორგულს პირზე მიახლის ხალხი: – ეს შენ არ იყავ, იუდა, ჩვენ მიწა-წყალს სხვებს რომ ურიგებდი ფეშქაშად?”

* * *

„ნამუსიანი და უნამუსო ქართველის მსაჯულნი ბევრნი არიან”.

* * *

„სიკვდილს ვერაფერი დაიჭერს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთმა იცის მხოლოდ, რამდენი დარდი შეხვდება მამას შვილის გამო!”

* * *

„თუ კაცი ღირსეულია, ოცი წელი სრულიად საკმაოა თავის კაცობის, ადამიანობის გამოსაჩენად! თუ უღირსია და თავში კოდალა უკაკუნებს, ასი წელიც მცირე იქნება მისთვის!”

* * *

„ – განა გულში რა განზრახვაც გაქვს, ყველასთან მოურიდებლად უნდა თქვა?!”

* * *

„გასახსენებლად შაჰ-აბასიც გვეყოფა ქართველებს!”

* * *

„ – შვილო ჩემო, ყველა უნდა ფიქრობდეს საიქიოზეც და სააქაოზეც!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>