ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„შევარცხვინე ქონებისთვის თვალდავსებული ვაჟკაცი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონობას კაცის დაგლახავება სცოდნია”.
* * *
„ – მე გარწმუნებთ, შეუძლებელია ტრადიციის იგნორირება”.
* * *
„ჩვენს დროში ხელოვნების ყველაზე საჭირო ნაწარმოები კარგი საცხოვრებელი ბინაა”.
* * *
„ადამიანს ბუნებასთან სიახლოვე, მყუდროება ესაჭიროება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთს იგეთი ენა აქვს, იგეთი, ახალდაბადებულ ხბოს ერთი ენის გასმით გააცლის ლორწოს”.
* * *
„ყოველი უკიდურესობა ყოველგვარი უბედურებისა და იდიოტობის მიზეზად იქცევა”.
* * *
„ყველაზე უფრო მოდური, ყველაზე სწრაფმავალიცაა”.
* * *
„შემოდგომა გადასარევია”.
* * *
„ვინც ოდესმე ქალის მშვენიერებით მოხიბლულა, მისთვის „ძალიან ლამაზი” იმდენს არ ნიშნავს, რამდენსაც „ძალიან საყვარელი” ან, სულ უბრალოდ – „საყვარელია”, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა, სიმპათიურიც, ვნებიანიც, კეთილიც. და კიდევ დაულეველი სხვა „რაღაც”, რომელსაც ვერავითარ სახელს ვერ გამოუძებნი”. – (ავტორი გენია.ჯი)