ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„იმის გაფიქრება, რომ შენი მიზეზით სხვას ღუპავ, სიკვდილს შვებად წარმოგიჩენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შიში სიმართლეს არ ათქმევინებს კაცს, მაგრამ შიშის დროს, ხშირად, გულუბრყვილოდ და გულწრფელად ჟღერს ენაზე მომდგარი თვითეული სიტყვა”.
* * *
„მძიმე სულიერი სნეულებაა ფანატიზმი!”
* * *
„ბედი სწყალობს ბუნჩულა კაცს! რაც უნდა თქვას, რაც უნდა გააკეთოს, ყველაფერს მიამიტობად ჩაუთვლიან”.
* * *
„ნატანჯი კაცი ცოტა მოვლითაც ფენიქსივით აღსდგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო მკაფიოდ კაშკაშებენ ვარსკვლავები!”
* * *
„სიკვდილთან ბრძოლაში არის მომენტი, რომლის გადალახვის შემდეგ მომთენთავი გულგრილობა გიპყრობს”.
* * *
„როცა სიცოცხლისაკენ ერთადერთი ბეწვისხიდია, უსათუოდ იმ ხიდზე უნდა გადაიარო; სხვა გზა არ არის”.
* * *
„ამ ცხოვრებას რაც შეიძლება მეტი უნდა ააფცქვნა!”
* * *
„ომის ნაყოფი მას ეკუთვნის, ვინც იბრძოლებს, ვინც თავს არ დაზოგავს და გაიმარჯვებს!” – (ავტორი გენია.ჯი)