ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„ხან არაფრისა გეშინია კაცს, ხანაც – ყველაფერი გაშინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გმირობა ისევე სავალდებულოა დღეს, როგორც ყოველდღიური შრომა”.
* * *
„ – ჰმ, ყველაფერი პარადოქსულია ამქვეყნად! ყოველ წვრილმანს გრანდიოზული მნიშვნელობა აქვს”.
* * *
„რა ელემენტარული და გადაულახავი ადამიანური მოთხოვნილება ყოფილა გულის გადაშლა”.
* * *
„ერთობ სერიოზულობა” იდიოტობის ნიშანია. ცხოველებში ყველაზე სერიოზული ვირია, ფრინველებში კი – ჭოტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა მთები გადაიარაო”.
* * *
„სიცოცხლე ის განძია, რომელსაც ყველაზე ძნელად შეელევა ადამიანი”.
* * *
„ჯაშუშს მონადირის აზარტი აქვს და არათუ უცხოს, ღვიძლ შვილსაც არ დაინდობს; ვეღარავითარი ძალა ვერ შეაკავებს ჯაშუშობის გზაზე დამდგარ ტიპს. ეს ხომ უსაშინლესი სენია, უფრო უკურნებელი, ვიდრე კეთრი ან შავი ჭირი!”
* * *
„ადამიანს უნდა გქონდეს უნარი, აიტანოს სხვების სიმახინჯე!”
* * *
„აღმაფრენასა და დამარცხებას ერთადერთი მოულოდნელი წამი აშორებს ერთმანეთისგან!..” – (ავტორი გენია.ჯი)