ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”

„ – რა გვეშველებოდა, საერთოდ, სიკვდილი რომ არ არსებულიყო, რამდენი ბოროტება დაგროვდებოდა ამქვეყნად?! ადამიანზე ბინძური არაფერი გაჩენილა; საზიზღრობაა, როცა ცხოველს აწამებენ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ადამიანი ყოველგვარი ტანჯვის ღირსია. დიდი ხანია სპეციალურად ვსწავლობ ამ პრობლემას და მაინც ვერ დავადგინე ადამიანის წარმოშობის მიზანი. მაინც რისთვის გაჩნდა ეს არარაობა?! რა უნდა?! ყველა ერთმანეთს ჭამს. თან ისეთი თვალთმაქცია, თითქო ისიც უკვირს, თევზები ერთმანეთს როგორ სანსლავენო!.. უანგაროდ ნემსსაც არავინ გაიმეტებს. თუ რამე გაჩუქა, დღეს თუ არა ხვალ მაინც გამოჩნდება, რატომ გაჩუქა. არათუ მეგობრობა, ჩემის დაკვირვებით, ნათესაობაც ფიქციაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მაინც რაოდენ დიდი უფსკრული აშორებს ადამიანებს ერთმანეთსაგან! ზოგს სულ სხვა სიხარული, სულ სხვა იმედები, სულ სხვა სული და გული ჰქონიათ! რაც ჩვენ საოცნებოდ მიგვაჩნია, მათ ცხოველურად სძაგთ; რაც ჩვენ გვეზიზღება, თავბრუდახვევით შეჰხარიან!”

* * *

„ძვირად ფასობს დაუზარელი, ხათრიანი მსმენელი”.

* * *

„საოცარი კია, რა ადვილად ვინადირებთ ხოლმე კაცის გულს თანხმობის გამომხატველი მდუმარებით!”

* * *

„არ უნდა დავფაროთ, რომ დედამიწა ომების პლანეტაა. ურთიერთგანადგურება ადამიანთა არსებობის კანონია. ის ავითარებეს აზრს, ცოდნას და ამ გზით კაცობრიობას მოსპობისაკენ მიაქანებს!…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

თუ ხალხი სულიერად არ გამტყდარა, მისი დამონება შეუძლებელია! გადამწყვეტ მომენტში სასწაულს მოახდენს!”

* * *

„ბედის თანაზიარობა ადვილად აახლოებს ადამიანებს”.

* * *

„არაფერში არ უნდა გაერიო; უნდა იყო შენთვის, ჩუმად! ასე, შეიძლება გადაურჩე ამ ოხერ ცხოვრებას, თორემ, ვინ მოგასვენებს; ყველა შენკენ მოიწევს შესასანსლავად; ყველა ცდილობს ფეხი დაგადგას, გადაგთელოს, მოგაბალახოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ვის მოერევა, ვინ ვის შესჭამს”.

* * *

„პოლიტიკაში სრულებით არ უნდა გაერიო, კაცი”.

* * *

„რასაც ადამიანები ვაკეთებთ, ყველაფერი დიდი და შეუცნობელი თვითმკვლელობაა, საკაცობრიო მასშტაბის თვითმკვლელობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>