ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„კაცს რომ ნოემბერში თბილი ნიფხავი ეცმევა, იმას თავმოყვარე ქალი გვერდით გაჰყვება?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოცხალ ადამიანს მეტი რა უნდა: მშრალი ჭერი, ღვთის დალოცვილი ლუკმა და სიამტკბილობა”.
* * *
„უსინდისობაა სხვის ნაშრომში ჩაზიარება!”
* * *
„ლამაზი ქალი თვალსა და გულს ახარებს”.
* * *
„უცხო პიროვნებისგან სადიზმი კიდევ მოსათმენია, მაგრამ როცა ამას საკუთარი შვილი გიკეთებს, ეს გაუგონარი ტრაგედიაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთს ეს უბედური ნაკლი აქვს – სადაც წაიყვანენ, იქით მიჰყვება. ეს თვისება დამღუპველია”.
* * *
„მოუსმინე ადამიანს, რომელსაც ყველაზე უფრო უყვარხარ ამ ქვეყანაზე, ვისაც ყველაზე მეტი გაუკეთებია შენთვის, რომელიც დღედაღამ შენზე ფიქრობს, შენს კეთილდღეობაზე, შენს სიხარულზე”.
* * *
„ – ვიღას სჭირდება მოდიდან გასული თქვენი ქართული ტრადიცია და პატიოსნება! ბებიებისა და ბაბუების ბრინჯაოს სამაროვანთა ზნეობა”.
* * *
„ – მე ამისთანა ხასიათი მაქვს – თუ თვითონ არ ვიშრომე და გავიჭირვე, ისე არაფერი გულს არ გამიხარებს”.
* * *
„ჰაი, რამდენი უსამართლობაა ქვეყანაზე?” – (ავტორი გენია.ჯი)