ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„თურმე, ვინც სიცრუეს ამბობს, იმან ყველაზე მეტი იცის!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრების დიდ მოვლენებს, ვით ქარიშხალს, რომელიც უზარმაზარ ლოდებს აბრუნებს და ყველაფერს აშიშვლებს,ზედაპირზე ამოაქვს უჩინარი საიდუმლოებანი”…
* * *
„ზოგიერთს ისე შეუძლია სიყვარული, როგორც ქათამს მოცარტის შეგრძნება”.
* * *
„საკუთარ კერიას არაფერი სჯობია!”
* * *
„სავალდებულო არაა, ბოლოს და ბოლოს, ყველას მოეწონო!”
* * *
„ავყურა კაცს – ყველაფერი უკუღმა ესმის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს რომელსაც მიდრეკილება აქვს გარყვნილებისაკენ, განა სიყვარული შეუძლია?! თუ ერთმანეთში ერევათ სიყვარული და გარყვნილება, ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ ამას?”
* * *
„ – მე, გერმანელი ოფიცერი – ჰერ გლეზელი ცოლს იმიტომაც არ ვირთავ, მხეცები რომ არ მომრავლდნენ ამქვეყნად. მერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანის გაჩენაზე დიდი დანაშაული. სიხარულით დავაფუძნებდი, მაგალითად, შვილის გაჩენის საწინააღმდეგო საზოგადოებას! სამოც წელიწადში მთელი ქვეყანა მოსუფთავდებოდა!..”
* * *
„როგორც ჩანს, სწორად იქცევიან ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს სხვა ეროვნების ბავშვებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში ზრდიან. მათთვის უცხოა განკერძოებულის მძიმე განცდა და ისინი ყველგან ბუნებრივად გრძნობენ თავს”.
* * *
„გერმანულ მშრალ თავაზიანობას ასავალ-დასავალს ვერ გაუგებ! სახრჩობელას ყულფში თავის გაყოფის დროსაც კი, „ბიტე”, მობრძანდითო, – გეუბნებიან დასაჯელს”… – (ავტორი გენია.ჯი)