ამონარიდები ალექსანდრე კაზანცევის რომანიდან – „ალმოდებული კუნძული”
„ – წარმოიდგინეთ, კარაქიც ვერ ვიშოვე, გეფიცებით. არც შაქარი იშოვება. ხვალამდე არაფერი იქნებაო… ენაზე ყველას ომი აკერია.
- დაიცათ, ჯონი! როგორ თუ შაქარი არ არის? მაშ ყავა რით დავლიოთ?
შეცბუნებულმა ახალგაზრდამ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- თქვენ საოცრად არაპრაქტიკული ხართ! – გაბრაზდა პროფესორი. ვინ წარმოიდგენს, რომ ამერიკის კონტინენტზე 1914 წელს კარაქი ვერ იშოვო ევროპაში ომის დაწყების გამო!
- მეც ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა, მისტერ ჰოლმსტედ, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ომი უბედურებაა, იგი უნდა შეწყდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჯელტმენებო, ჩემი ფიქრით ადამიანებმა არ უნდა იომონ. ხოლო თუ ომი დაიწყეს, მაშინ ამ საქმეში უნდა ჩაერიო”.
* * *
„ – სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ მით არ ვივაჭრებ”.
* * *
„მხოლოდ გულით ავადმყოფმა ადამიანებმა იციან, რომ კბილის ტკივილი ყველაზე მტანჯველი არ არის”.
* * *
„ – ვფიქრობ, კაცობრიობის ბედ-იღბალს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონება და ცოდნა გადაწყვეტს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთობ საოცარია! სასიამოვნოა სრული სიჩუმე რომაა ირგვლივ, ამავე დროს საზარელიცაა”.
* * *
„ – ვატყობ, არ იცნობთ კაცობრიობის კანონებს. ერთი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს სამყაროს მობრუნებას!”
* * *
„ძველი ქვეყნის იამატოს შვილებს თავიანთი წმიდათა წმიდა კანონები აქვთ. შეურაცხყოფილი აზნაური ან სამაგიეროს უხდის შეურაცხმყოფელს ან კიდევ კეთილშობილური ჰარაკირით ასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ ჰარაკირი უდიდესი პატივისცემაა მტრისა”.
* * *
„უფრო ადვილია ღუზისგან მაშველი რგოლი გაიკეთო, ვიდრე ომი შეწყვიტო”…
* * *
„ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება!” – (ავტორი გენია.ჯი)