ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„ – რატომ გვიყვარს ქართველებს ერთმანეთის რქენა, ჭინჭყლი, დაკადუკი, კუდის რიკამდე ჩაყოლა! ბიჭო, ხომ არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი! რა გვაჩხუბებს! ვიყოთ, ვიჭუჭუნოთ, ვისიამოვნოთ, ერთმანეთი ვახაროთ! ამ ჩხუბმა და კინკლაობამ დაგვღუპა ქართველები! დაუთმე, მოუთმინე, დაუჯერე! შენც იცხოვრე, მეც მაცხოვრე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც ყველაზე მაღლა შემხტარა, განა, ყველაზე უკეთესი ხმაც იმასა აქვს?”
* * *
„დიდი კაცის ნეკის შეხებაც კაი მოწყალებაა”.
* * *
„ – ეჰ, რას იზამ! ყველა თავის ლუკმისთვის იბრძვის!”
* * *
„წყენა ცუდი მრჩეველია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცრუე რა საკადრისია!”
* * *
„ – მთავარია, ჩაცმის ნიჭი ჰქონდეს ადამიანს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ილაპარაკო დანარჩენ ნიჭებზე!”
* * *
„რაც იყო, წარსულის ტალღებს გაჰყვა უკვე მარადისობაში! აწმყოს თავის ყოველდღიური დარდები და საქმეები აქვს, საკუთარი ზრუნვა და მიზნები გააჩნია”.
* * *
„რომელ დედას უნდა გასაჭირში ჩაუვარდეს შვილი!”
* * *
„ – როგორ გუნებაზე დადგები, ჩემო მამუკა, როცა მეხუთე კლასიდან გიმტკიცებენ, რომ ჩვენი დედამიწა ერთი საცოდავი ბურთია, რომელიც წამში ოცდაათი კილომეტრი სისწრაფით დაჰქრის სივრცეში, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული! რომ იქ, სადაც ახლა კავკასიონის მთებია, ერთ დროს უძირო ზღვა ყოფილა! რომ ეს მომხდარა „X” წელს და რომ ეს „X” დღე ყოველ წუთს შეიძლება განმეორდეს! აბა, მითხარი, ამის მცოდნე კაცი კაცს აწყენინებს!” – (ავტორი გენია.ჯი)