ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„გაჭირვებულ ადამიანს ენა აწყვეტილი აქვს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არსებობს ეს თქვენი მზამზარეული, საწოვარათი მორთმეული ჭეშმარიტებანი!”
* * *
„გზებს ადამიანის ნაკვალევი ქმნის და მისი ყოველი საფეხური კბილებითაა გაჭრილი”.
* * *
„ – არავითარი ამერიკის აღმოჩენა არ არსებობს! ამერიკა აღმოჩენამდეც აღმოჩენილი იყო. ჩვენ ის მხოლოდ ჩვენთვის აღმოვაჩინეთ!”
* * *
„ყოველი საქმე იოლად მაშინ გეჩვენება, როცა ძალიან შორიდან ვუყურებთ, და კონტურების მეტს ვერაფერს ვამჩნევთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აპა-პა-პა! არ მიყვარს, არ მიყვარს ჩხუბები! რა აჩხუბებთ, კაცო, რას ყვირიან? წყნარად ვერ იქნებიან? მოისვენონ და მოგვასვენონ, ბატონო! არ მინდა, არ გამაგონოთ მოჩხუბარი ტიპები!
- მართალი ბრძანდებით, ბატონო ბიბონ! – შესციცინა აგული მელიმონაძემ. – აფერისტები და ჯიბგირები ჩხუბობენ, თუ არა, პატიოსან, საწყალ კაცს ყველა თავში უჩაჩქუნებს.
- ბატონო, ბულბულის ხმას სიცოცხლეში ერთი-ორჯერ თუ გაიგონებ, სკვინჩა-ბეღურებისგან კი ყურთასმენა არაა! – თქვა კიჭიამ”.
* * *
„ – სულელის ბედნიერების საიდუმლო არ იცით? – ჭკვიანს ერთხელ რომ დაარწმუნებ, მეორედ იმ საქმეზე სიტყვას არ დაძრავს. სულელი კი, ვითომ, კედლისთვის ცერცვი მიგიყრია, ისევ და ისევ თავიდან წამოიწყებს”.
* * *
„ყველა გაბოროტება უნიჭობისგან მოდის”.
* * *
„ – პატიოსანი კაცი ვარ, პატიოსნება მწამს, აბა, რა დაგვრჩენია ამის მეტი?”
* * *
„ჯვარის” ამშენებელს რა აკლდება იმით, რომ ჩვენ მისი ვინაობა არ ვიცით! რა სარგებლობას მოუტანს ამის ცოდნა მას”. – (ავტორი გენია.ჯი)