ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„ცოლ-ქმრობა იმისთანა უნდა, ერთმანეთს რომ ზედ აკვდებიან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მითხარით, გამაგებინეთ: მართლა არ არსებობს სიკეთე? ნუთუ, ვინც კეთილია, ყველა სულელია? აბა, რატომ ყველა მის მოტყუებას ცდილობს?”
* * *
„ავსა და ბოროტს მართლა მადლია, კარი გამოეგულოს!”
* * *
„როცა იმედი და ოცნება ჰქრება, სულში სიცარიელე და ქაოსი ისადგურებს”.
* * *
„ვაჟკაცი ამისთანა უნდა – შოვნაც იცის და ხარჯვაც!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თუ ვერტერს შარლოტა მხოლოდ იმიტომ შეუყვარდა, რომ თვალი შეასწრო, რა მოხდენილად სჭრიდა პურს, მე ბეყა-ბეყა ფულებისათვის რატომ არ უნდა შევიყვარო?”
* * *
„ – ზიგმუნდ ფროდი სავსებით ბუნებრივად თვლის ამაზე და უარეს რამეებზე გულახდილ საუბარს! – წარბები შეჰყარა შატულიამ.
- მერე, ფროიდი მამაშენი ხომ არაა, იმის ჭკუაზე იარო!”.
* * *
„ნამოწყალებ-ნაპარევ ცხოვრებას რა სილამაზე აქვს?”
* * *
„ – ხომ ხედავ, დუდანიკო, ქმრებს მუდამ გარე-გარე უჭირავთ თვალი”.
* * *
„ბოლოს და ბოლოს, მაინც უნდა გამოსწორდეს უსამართლობა!” – (ავტორი გენია.ჯი)