ამონარიდები ალექსანდრე კაზანცევის რომანიდან – „ალმოდებული კუნძული”
„ – მწუხარებით შევამჩნიე, რომ ცივილიზებული ქვეყნების წმინდა მოვალეობათა შესრულება ნიადაგ ყოვნდებოდა, იდეურად მოწინააღმდეგე მხარის თითქოსდა ძლიერი შეიარაღების წინაშე დაუსაბუთებელი შიშით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოვა დრო, როდესაც მშვიდობის მოსურნენი ომის გამჩაღებლებს არ მოუთმენენ და მათ ჩვენი პლანეტიდან გააძევებენ!”
* * *
„პატივმოყვარეობას შეუძლია დაღუპოს კარგი ადამიანიც კი”.
* * *
„ – ტაშს, ჩემო პატივცემულო და ძვირფასო კოლეგებო, მე უფრო საესტრადო მსახიობს მივაკუთვნებდი, ვიდრე წმინდა და ობიექტური მეცნიერების წარმომადგენელს”…
* * *
„ფანტაზია სიგიჟის ერთ-ერთი სახეობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მსოფლიოში ახალი არაფერია და რაც არის, იმას მხოლოდ უნდა სწავლობდე, შეიცნობდე, იმეორებდე”.
* * *
„არიან ადამიანები, მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ გააჩაღონ უაზრო ომი, თავიანთი ხალხები ჩვენსას, დემოკრატიული ბანაკისას შეაჯახონ! ჩვენ ვიცით, ახალი ომი ვის ახეირებს და ვის სისხლსა და ცრემლს აღვრევინებს. მათთვის წარსული გაკვეთილები არ კმარა! ამ ძალებს კვლავ სურთ მუშები და გლეხები სასაკლაოზე გაგზავნონ, რათა სამხედრო და სამრეწველო კონცერნებს ზემოგება ხვდეთ წილად, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის მმართველებს ვეტყვით: ბატონებო, მოერიდეთ ცეცხლს! ცეცხლი აღგვის პირისაგან მიწისა თქვენს ციხე-სიმაგრეებს, არმიებს, ბურჯებს! მოერიდეთ ცეცხლს, ბატონებო!”
* * *
„მეცნიერება უძირო რამაა”.
* * *
„ – შესანიშნავად მესმის! ტაფამწვარს ისე ვერ გააკეთებ, თუ კვერცხები არ დაამტვრიე, ჭაბუკო!”
* * *
„უმოქმედობას არასდროს და არავისთვის არ უშველია. მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებაა ყოველთვის წამალი”. – (ავტორი გენია.ჯი)