ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„ – მე აღმოვაჩინე, რომ ერთი კაცის ჩავარდნა მანქანის ქვეშ, კოლოსალური ომი ან მთელი სამყაროს მოსპობა, პირნციპულად, ერთნაირი უბედურებაა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ! ადამიანს გულწრფელად მხოლოდ თავისთავი შეუძლია სწამდეს! სხვა ყველაფერი თვალთმაქცობაა და გულუბრყვილოთა დასაბრმავებლადაა მოგონილი. აბა, დაუკვირდით, მეგობარო, თუ ისე არაა, როგორც მე გითხარით! ყველგან და ყველაფერში ძალმომრეობა სუფევს! ვინ ვის მოერევა, ვინ ვის გადასანსლავს! ამ წუთისოფელში ვის სცალია საქვეყნო საქმეებისთვის! ყოველგვარი შეკავშირებაც მარადიული მტრობის არსებობითაა განპირობებული. მორალი არავის არ ახსოვს, სანამ პირადად მას არ შეეხებიან”.
* * *
„ამბობენ, როგორც უბედურების, ისე ბედნიერების ყველაზე მკაფიო გამოხატულება დუმილიაო”.
* * *
„ – ეჰ, ძვირფასო მეგობარო! წარმავალია ეს წუთისოფელი!..”
* * *
„ვისაც თავისი რწმენისათვის სიკვდილი არ შეუძლია, სიცოცხლის ღირსიც არაა!”
* * *
„უსამართლობის მიზეზი მუდამ ისაა, რომ სათავეში ძალმომრეობით მოექცნენ გაბოროტებული ადამიანები, უფრო ზუსტად, მხეცები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, აღარ ღირს ჩვენს პლანეტაზე ცხოვრება!”