ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„ – სხვის თვალს ვენაცვალე! სხვისი თვალი რომ არა, ჩვენს ავსა და კარგს ვერასოდეს დავინახავდით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები ბოროტებად და კეთილებად კი არ განიყოფებიან, არამედ ჭკვიანებად და სულელებად”.
* * *
„ვინც ვისზე ლაპარაკობს, ამით მხოლოდ თავის პირად სიმპათია-ანტიპათიას გამოხატავს და მეტს არაფერს”.
* * *
„ – იმდენი სიკეთე გამიკეთებია, რომ მიხარია, რა კარგი ვყოფილვარ”.
* * *
„ყველა ადამიანი თავისთვისაა! ყველა რომ ერთი ვყოფილიყავით, ერთი კუჭი გვექნებოდა, ერთი განათლება!”
* * *
„ – ხოლიკომ, ფატიმ, ვალიდამ ამიხსნეს და სწორი გამოდგა: „გაიძვერა” ნიჭიერ, უნარიან, მოხერხებულ, თავიან კაცს ჰქვიებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როცა ცოლი შენსავით მსახურობს, ხან შენ წახვალ ბაზარში და ხან ის, აბა, როგორ გინდა? უფრო სირცხვილი ისაა, ზოგიერთის ცოლი ფოსტის ფხენივით რომ დაფრატუნობს ბაზარ-ბაზარ!”
* * *
„ისტორია დიდი ბეჯითობით ასწორებს თავის შეცდომებს”.
* * *
„ზოგიერთები მხოლოდ თორმეტგოჯა ნაწლავს ემსახურებიან და მეტს არაფერს!”
* * *
„მთავარია, ადამიანები გახსოვდეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)