ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„გახსოვდეთ! ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, ადამიანები ვართ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაჭირვებამ ამალით იცის ხოლმე მოსვლა”.
* * *
„ – შხამიანო გველო! არ არის სიგლახე, რომელსაც შენ არ იკადრებ. სასჯელად გეყოფა, რაც გჭირს! ბოროტად გაჩენილო!”
* * *
„ – ა, ბაბუა, ყური დაუგდე, სახარება არ გეგონოს, აი ქართველი კაცის ნათქვამია: „ნუ იქნების სიხარული შენი ესრეთ უზომოთ, რომ დაათროს გონება შენი, და ნურცა მწუხარება შენი ესრეთ უძლიერეს, რათა შეაიწროოს გული შენი!”
* * *
„ – არ მინდა ეს უმაღლესი! მუშად დავრჩები, ავიმაღლებ კვალიფიკაციას, დავეუფლები რამდენიმე სპეციალობას, ცოტ-ცოტას ყველაფერს შევისწავლი, რაც კი თანამედროვე ადამიანს ესაჭიროება! ასე უფრო საინტერესოა. ჩვენს მეზობლად ერთი დოცენტია, არქეოლოგი, ძალიან მცოდნე კაცი, მაგრამ შუქი რომ ჩაუქრებათ, ერთი კვირა სიბნელეში სხედან. ტელევიზორი რომ გაუფუჭდებათ, ერთი თვე უტელევიზოროდ არიან. გაზის ალს რომ ფერი დაეკარგება, კვირაობით ვეღარ ბედავენ ჩართვას. მე ყველაფერს შევისწავლი, ყველაფერი მეცოდინება. კინოს და თეატრს არ დავაკლდები. კაი წიგნსა და ჟურნალს წაუკითხავი არ გავუშვებ, თავისუფალ დროს ბუნების წიაღში გავატარებ, უფლებები ხომ ყველას ერთნაირი გვაქვს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგია რწმენა! დიდი ბედნიერებაა! მაგრამ ყველას არ შეუძლია”.
* * *
„ – ღმერთო შემინდე, ღვთის არსებობა ისე ძნელი დასაჯერებელია, დღეში ასი სასწაული რომ მოგივლინოს, ეჭვი მაინც არ გამოგელევა”.
* * *
„ყოველი ხრწნადი თვით თავისისა სიავისაგან იხრწნება”.
* * *
„შიში შობს უბედურებას”.
* * *
„ – მოთმინება გაკლიათ ახალგაზრდებს, მოთმინება! პატარა რამეზე იცით გულის გატეხა. აღარ გახსენდებათ, რომ „მოთმინებით დამარცხდება ეშმაკი და სულის მტერი!” – (ავტორი გენია.ჯი)