ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„ – ასე ვიცით ჩვენ: ყველა ჯოხი გაჭირვებულ კაცზე უნდა გადავტეხოთ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უბედურება ის არაა, ადამიანი რომ იმას ლაპარაკობდეს, რასაც სინდისი, გული, მოვალეობა გარკვეულ მომენტში კარნახობს, არამედ იმის ანგარიში, თუ ვის რა მოეწონება! სახიფათო ისაა, ზოგიერთები მეტისმეტად ჭკვიანები რომ გახდით და იმაზე კი აღარ ფიქრობთ, რა თქვათ, არამედ იმაზე, თუ რა არ თქვათ!”
* * *
„ზოგს ყველაფერი იოლად ეძლევა და თვითონაც ყველაფერს იიოლებს. ზოგს კი, ყველაფერი ძნელად ეძლევა და თვითონაც ყველაფერს იძნელებს”.
* * *
„ – რაც ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეგვიქმნა, ყველგან, ყველაფერში, ყველასთან, ყოველ ნაბიჯზე მზად უნდა იყო იმის დასაცავად. არავის ნება არ უნდა მისცე წაგგლიჯოს ის, რასაც სამშობლო გაძლევს. ხელის შაბრუნვა მტრისადა, ქართველს მოუდის ჯიშადა! მუდამჟამ მაგრად უნდა იდგე სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე!”
* * *
„ – ნუთუ ადამიანი მეტის ღირსი არაა? ესენი დასანდობი არიან? ახი არაა, დაჟეჟო, მოსპო, გაამწარო, გაყვლიფო, ყველაფერი, ყველაფერი მიუზღო ამათ და ყველაფერი იღონო იმისთვის, რომ ამათთან საერთო არაფერი გქონდეს, ამათ გვერდით საერთო ავტობუსშიც კი არ ჯდებოდე? ვინც სამართლის და სამართლიანობის, ავისა და კარგის გრძნობა ასე დაკარგა, პირუტყვი არაა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბედური მარტო ის არის, ვინც უბედურებას ვერ გაუძლებს”.
* * *
„მოვა დრო და ყველას თავის ქორი ჩამოუქროლებს!”
* * *
„ – აბა, რა გამოვა, ყველამ რომ ის იქაქანოს, რაც ჭკუაში მოუვა? ხომ აირ-დაირია ყველაფერი!”
* * *
„ – მე ერთ წიგნში წავიკითხე: „უზომოსა მრავალმეტყველებასა შეუდგების სინანული, ხოლო მდუმარება შობს უშიშროებასა!”
* * *
„სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, მაინც უნდა შეძლო შენი უფლებების დაცვა”. – (ავტორი გენია.ჯი)