ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„დალახვროს ღმერთმა გრძელი ენა და დაუყენებელი პირი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პოეზიას იმან გამოსჭრა ყელი, ვინც პირველად თქვა, ბულბული სიყვარულით კი არ უმღერის ვარდს, არამედ იმის ეშხით, რომ თვით ვარდში ერთი განსაკუთრებით გემრიელი ჭია ბინადრობსო”.
* * *
„ – ამას წინათ მამონტის გაყინულ ლეშზე ისეთი მატლები იპოვნეს, რომლებიც დღესაც არსებობენ. მაშასადამე, მამონტისთანა გიგანტები ათეულათასობით წლის წინ გადაშენებულან, პაწაწკინტელა პარაზიტები კი ახლაც ძველებურადვე აგრესიული დარჩენილან”.
* * *
„ვისაც მომავლის წინაშე არ რცხვენია, იმას არაფრის არ რცხვენია”.
* * *
„ – საკუთარ თავზე წარმოდგენა მაშინ იზრდება, მეგობრებო, როცა სხვის კანონიერ ღირსებებს არაფრად აგდებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუძლებელია მომავალზე მხოლოდ წარსულის მიხედვით ვიმსჯელოთ, რადგან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა საოცრებებს გვიმზადებს ხვალინდელი დღე”.
* * *
„ენერგია წვის შედეგია, ხოლო საცა წვა არ არის, იქ არც შემოქმედებაა, არც ძიებაა, არც შთაგონებაა, არც წინსვლაა, ყველაფერი ლაყე და მოდუნებულია”.
* * *
„ყველას სწადია მეტი მზე, მეტი სივრცე, მეტი სიმწვანე”.
* * *
„ჩვენ ამომავალი ერი ვართ!” – (ავტორი გენია.ჯი)