ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„დღეს ყველაფერს პოლიტიკის შმორი ასდის! სიყვარულსაც, სიძულვილსაც, მეგობრობასაც!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერაფერს გაიგებ ამქვეყნად! იმ დროს, როცა ჩვენ ყოველწუთიერი სიკვდილის საფრთხეში ცრემლს ვღვრით, სადმე, ფუფუნებაში მყოფი ადამიანები, ალბათ, ყოველდღიური წვრილმანების გამო თავს უბედურად გრძნობენ: ნუთუ, ასე განუშორებელია ხიფათი და სიხარული, ბედნიერება და ტანჯვა?!”
* * *
„წარმოუდგენელია, გიყვარდეს ადამიანი და გძულდეს მისი მშობელი ერი”.
* * *
„ – ოჰ, რა ძალა ჰქონია, მშობლიურ ხმებს!”.
* * *
„გიყვარს!”, „უყვარხარ!…” რა განყენებული და სულელური ყოფილა ეს სიტყვები!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე მზად ვარ, ყოველ წუთს სახრჩობელაზე ავიდე, თუ სწორედ ის გამცემს, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად!”
* * *
„განუზომლად დიდი გავლენა აქვს ადამიანზე ზნეობრივ აღზრდას”.
* * *
„ – ოჰ, ღმერთმა დაგიფაროთ ხელმოცარული ხელოვანისაგან! მათ გაბოროტებით სძაგთ მთელი სამყარო! ყველა მწერალი, ცოცხალი თუ ათასი წლის განსვენებული, პირადი მტერი ჰგონიათ!..”
* * *
„სვავი ჯერ კისერზე მოზომავს და ძვალს ისე გადაყლაპავს. როცა დიდ რისკს ეწევი, შედეგიც გრანდიოზული უნდა იყოს!”
* * *
„ჭაღარა წვერშია, სევდა გულში!” – (ავტორი გენია.ჯი)